„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს გაზმომარაგების სიტემური გაუმართაობის გამო თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები“-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე გუშინ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს.
პრემიერი ამბობს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც შეეხება როგორც მომხმარებლებს, ისე გაზის მიმწოდებელ კომპანებს.
"ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამგავრი ტრაგედიები არასდროს განმეორდეს. ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს",-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ქეთევან წამებულის ქუჩაზე CO-თი მოწამვლის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

























