უნდა გამოეყოს თუ არა კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს? - საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსიები უნდა განახლდეს. კერძოდ, ბაზრის განვითარებასთან ერთად საზედამხედველო ფუნქციები არ უნდა იყოს ეროვნულ ბანკში კონცენტრირებული და მას ცალკე ინსტიტუციური რესურსი უნდა გააჩნდეს. აზრთა სხვადასხვაობა თემას არც ერთ ეტაპზე ეკლდა, თუმცა ბოლო წლებში ბიზნესისგან განსხვავებული საფინანსო ინსტრუმენტების გამოყენებაზე ინტერესმა იმატა;