მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნდა გამოვნახოთ გზები, რომ ჩვენი მუსიკალური ნიჭი ექსპორტზე გავიტანოთ" - ADDmusic

6204edf91e4dc
სალომე ჭიპაშვილი
10.02.22 20:30
1013
„ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები, რომ ჩვენი მუსიკალური ნიჭი ექსპორტზე გავიტანოთ", - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სარეკლამო მუსიკის სააგენტო ADDmusic-ის დირექტორმა გიორგი საბაშვილმა განაცხადა.

„გვინდა რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა გემოვნების მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენელთან ვითანამშრომლოთ, რომ გვქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი. ჩვენი კომპანია სათანამშრომლოდ კომპოზიტორებს, ავტორ-შემსრულებლებს, ინსტრუმენტალისტებსა და ვოკალისტებს კომერციული დანიშნულების მუსიკალური ნაწარმოებების შექმნისთვის იწვევს", - განაცხადა გიორგი საბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ძალიან საინტერესო შეთავაზებაა იმ პერსპექტივით, რომ ბევრს უცხოური ბაზრების ათვისების შესაძლებლობა მიეცემა.

ADDmusic ქართული მუსიკალური სარეკლამო სააგენტოა, რომელიც კომერციული დანიშნულებით საავტორო მუსიკას ქმნის. სააგენტოს წევრები წერენ კორპორაციულ ჰიმნებს, სარეკლამო სიმღერებს, სიმღერის ტექსტებს, ახდენენ ცნობილი ჰიტების ადაპტაციას და ქმნიან აუდიო ლოგოებს ე.წ. Jingle-ებს. ამ დროისთვის კომპანიას 100-ზე მეტი შესრულებული შეკვეთა აქვს 98.8 პროცენტი ეფექტურობის კოეფიციენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები