მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა გახდეს თუ არა პეკინის გამზირი ცალმხრივი? - მერობის კანდიდატების მოსაზრებები

59b6874a46a11
ანი ჯოხაძე
11.09.17 16:50
2338
2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა პარტიები უკვე აქვეყნებენ საარჩევნო პროგრამებს, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას აცნობენ იმ ძირითად საკითხებს, რაც თბილისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. მერობის იმ კანდიდატებისგან, რომლებმაც უკვე აქტიურად დაიწყეს საარჩევნო კამპანიების განხორციელება, "საქმის კურსი" შეეცადა მოესმინა პოზიცია პეკინის ქუჩის ცალმხრივად დატოვების შესახებ.

ქართული ოცნების კანდიდატის კახი კალაძის განცადებით, აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია და მასზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

"საინტერესო იქნება , - უნდა დავაკვირდეთ ეს გადაწყვეტილება თუ განტვირთავს მოძრაობას. როგორც საუბრობენ მოძრაობა განიტვირთება მას შემდეგ რაც ის ცალმხრივი გახდება. საკითხზე თბილისის მერია უკვე მუშაობს და დაველოდოთ შედეგებს", - ამბობს კახა კალაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება ვერ მოაგვარებს საცობების პრობლემას. მისივე თქმით, სწორედ ამ ცვლილებამ, შესაძლოა ქუჩის მეტი დატვირთვა გამოიწვიოს.

"რას მოგვიტანს ეს საბოლოოდ არავის უთქვამს. ასე ხელაღებით ქუჩებზე მოძრაობების ცვლილება დედაქალაქს ქაოსის მეტს არაფერს მოუტანს", - ამბობს უდუმაშვილი.

ევროპული საქართველოს კანდიდატის ელენე ხოშტარიას მოსაზრებით, პეკინის ქუჩა უნდა იყოს დატვირთული ფართო საფეხმავლო ბილიკებითა და გადასასვლელი ზებრებით:

"პეკინის ქუჩა თუკი ცალმხრივი დარჩება, მასზე მოიმატებს მანქანის ტარების სიჩქარე, რაც გაზრდის საფრთხეებს ადამიანებისთვის. გარდა ამისა ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდად იმოქმედებს მცირე ბიზნესზე, რომელიც პეკინზეა განვითარებული. ეს ქუჩა უნდა იყოს სავსე ზებრებით,უნდა იყოს ფართო ბორდიურები, იმისთვის რომ ადამიანებმა ფეხით შეძლონ გადაადგილება", - განმარტავს ხოშტარია.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძველ ურბანისტულ ფილოსოფიად მოიხსენიებს, რომელიც საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს.

"ეს არის გზა არსაით, თუ პეკინს გავხდით ცალმხრივს - აუცილებლად გადატვირთება. პირველი ერთი თვე შეიძლება მარტივად ვიაროთ, ვიქნებით კმაყოფილი მაგრამ აუცილებლად გადაიტვირთება, შეუძლებელია რომ არ გადაიტვირთოს", - აცხადებს ელისაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები