COVID-19-ის პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააზარალა. განსაკუთრებული ვარდნა კი, აპრილ-მაისში დაფიქსირდა, რის შემდეგაც ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვრები სრულად გახსნა, სხვა ქვეყნებმა მოგზაურობაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები გაახანგრძლივეს. „საქართველო ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებს საქართველოს მშპ-ში მნიშვნელოვანი წილი უკავია, მაინც დიდი განსჯის საგანია უნდა შეამსუბუქოს თუ არა საქართველომ შეზღუდვები და, თუ ასეა, რამდენად?