სადღესასწაულო დეკორაციების რეალიზატორმა კომპანიამ – "სამი ძმა" – განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კომპანიის მიერ იმპორტული და რეალიზებული პროდუქცია, კერძოდ სადღესასწაულო ბუშტები, ჯანმრთელობისათვის სახიფათო აღმოჩნდა და რეალიზაცია შეწყვიტა.
კომპანია გაყიდული პროდუქტის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამ ბუშტებში ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას. ნიტროზამინები – ეს არის კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური CMR ნივთიერება და მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა.
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან მსგავსი რისკები?
სტუმარი: ვახტანგ კობალაძე - სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად