მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს "ომის ბიუჯეტი"? - თემურ ჭყონიას პოზიცია

63467722ea6bf
თათია კაკიაშვილი
12.10.22 17:54
1005
„ომის ბიუჯეტი” ქვეყანას შესაძლოა, ცალკეულად არ ჰქონდეს, თუმცა სამშობლოს დასაცავად იმაზე მეტი უნდა კეთდებოდეს, ვიდრე ეს დღეს ხდება,“ - ამის შესახებ BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

პრობლემების ჩამონათვალში, ჭყონია პირველ რიგში მცოცავ ოკუპაციას ასახელებს. ბიზნესმენი იმ რისკებსა და საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დღეს განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ხალხს აქვს და ამბობს, რომ მთავრობამ საკუთარი მიწების და ხალხის დასაცავად ბევრად მეტი უნდა გააკეთოს.

“ომის ბიუჯეტი" ცოტა ხმამაღალი სიტყვაა, მაგაში გარკვეული არა ვარ, მაგრამ იმის ბიუჯეტი მაინც უნდა გვქონდეს, რომ მავთულხლართი რომ გადმოდის სისტემატიურად, ვიღაცამ მაინც უნდა კითხოს, მეგობრებო, ეს მავთულხლართი რომ გადმოგაქვს, რაღაცა საბუთი მანახე. ვიღაცამ უნდა შეეკითხოს, სულ ასე უპატრონოდ მიტოვება, როცა ადამიანს შეუძლია, მავთულხლართი ჩაარჭოს და გადმოიტანოს, არ შეიძლება. დღეს მაგალითად რეკლამა რომ გააკეთო იგივე ადგილზე, შეიძლება ვიღაცა დააჯარიმონ ჩვენს ტერიტორიაზე. შეიძლება ბიუჯეტი არ არსებობდეს, მაგრამ სამშობლოს თავდაცვის გრძნობა ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს აწეული”, - განაცხადა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები