მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა იყოს თუ არა დაზღვევა სავალდებულო?

5abb199f11860
ელენე გოგბერაშვილი
28.03.18 09:30
1106
Global Benefits Georgia-ს გენერალური დირექტორი, ნინო კობახიძე BM.GE-სთან სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, 5 წლის წინ ლოგიკური ფინალი იყო, როცა სახელმწიფომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულება მთლიანად გადააბარა სადაზღვევო ინდუსტრიას, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ავტომატურად სახელმწიფომ ისევ გადაიბარა ეს ფუნქცია, რადგან სადაზღვევოებმა საავადმყოფოები ააშენეს და მოწყდნენ მათ ძირითად საქმიანობას. ნინა კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის შედეგად სადაზღვევო ინდუსტრია კვლავ გადაიბარებს ამ ფუნქციას და სახელმწიფო მხოლოდ მაღალ რისკებს დააზღვევს.

,,ქვეყანამ 2014 წელს მხოლოდ ბავშვების ონკოლოგიური მკურნალობისთვის 70 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ბავშვების მკურნალობისთვის. რომ დაგვეზღვია სამეგრელოს, კახეთის, გურიის, რაჭის ყველა ბავშვი დაჯდებოდა ნახევარი ფასი, უფრო მეტი ლიმიტებით და მთელი საქართველოს ეს რეგიონები იქნებოდნენ დაზღვეული. სახელმწიფოს დამატებითი რესურსების მოძიება აღარ დასჭირდებოდა ეს საბიუჯეტო თანხა რომ წამოსულიყო სადაზღვევო კომპანიებში. რომ ყოფილიყო მესამე პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მანქანების მფლობელებისთვის, ვიღაცას არ დასჭირდებოდა მანქანის გაყიდვა, ვიღაცას არ დასჭირდებოდა ამ პასუხისმგებლობის გასტუმრების შემთხვევაში ვალების აღება და იქნებოდა მოქალაქე დაცული. რომ ყოფილიყო სავალდებულო დამქირავებლის სამშენებლო სექტორში პასუხისმგებლობა დაზღვეული უბედური შემთხვევა შეიძლება არ დამდგარიყო იმიტომ, რომ იქ დაზღვევა ყოველთვის ითხოვს რაღაც ნორმების არსებობას, თუნდაც მშენებლობის პროცესში. ამიტომ ძალიან ბევრი ბენეფიტი და პლიუსი აქვს ამ პროცესს. როდესაც 12 ათას ლარს სცდება ნებისმიერი სტაციონალური მომსახურება ჩვენ გვიწევს ფეისბუქში თანხის აგროვება, მეგობრების მობილიზება, რომ არ შექმნილიყო სოლიდარობის ფონდი და ა.შ ეს ყველაზე დიდი რისკები მაინც ექნებოდათ მოსახლეობას დაუზღვეველი. პირიქით არის ამ დროს. რთულ რისკებს რასაც ვეძახით ის უნდა დაიცვას სახელმწიფომ, თუნდაც თავის თავზე დაიტოვოს ეს რისკები. მაგრამ ის რომ ამბულატორიაშია ექიმმა გამოწეროს მედიკამენტი ეს არის სახელმწიფოს საქმე, ეს არის სადაზღვევოების საქმე. მე დარწმუნებული ვარ, 2019 წელს მივალთ იქამდე , რომ რომ სახემწიფოს გამოვაცალოთ კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე და სახელმწიფომ ისევ გადააბაროს ყოველდღიური ხარჯები სადაზღვევო ინდუსტრიას მინიმალური სადაზღვევო პაკეტების ქვეშ და დიდი რისკებისთვის დარჩეს თანხები. ამის გარეშე არც განვითარდება ინდუსტრია, არსებული სადაზღვევო კომპანიები არ ჩადებენ ფულს განვითარებაში’’-აცხადებს ნინო კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები