მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნდა იყოს, თუ არა, პენსიის დაგროვება სავალდებულო?

5ac47c437d4cd
BM.GE
04.04.18 11:17
635
მიმდინარე წლიდან საქართველო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადადის. კანონპროექტის მიხედვით, სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად.

BMG-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 74.5% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საპენსიო სისტემა ყველა მოქალაქისთვის სავალდებული უნდა იყოს. ხოლო გამოკითხული რესპონდენტების 25.5% აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება.

კითხვაზე ეთანხმებით თუ არა რომ, დაგროვებითი საპენსიო ფონდი შექმნას და მართოს სახელმწიფომ გამოკითხული მოსახლეობის 69.3%-მა განაცხადა რომ არ ეთანხმება, ხოლო 30.7% მსგავს სისტემას ეთანხმება.

კითხვაზე, „მისაღებია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით მონაწილეობა, თუ შენატანის გამო საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ტვირთი 15%-მდე შემცირდება“, - გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ - 69%-მა განაცხადა, რომ ეთანხმება.

კითხვაზე, „ურჩევთ თუ არა მთავრობას, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელებისთვის ზურგი გაიმაგროს რეფერენდუმის შედეგით და ჰკითხოს ხალხს“, - რესპონდენტების 80.5%-მა განაცხადა რომ მსგავს მოსაზრებას ეთანხმება. რეფერენდუმის ჩატარებას გამოკითხულების მხოლოდ 19.5% არ ეთანხმება.

კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებადი ე.წ. „საბაზისო პენსიის“ დიფერენციაცია ე.წ. სტაჟისა და დამსახურების მეთოდით, გამოკითხული მოსახლეობის 67.7%-მა განაცხადა, რომ მოსაზრებას ეთანხმება.

გამოკითხვა BMG-ის ვებ-გვერდზე 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები