მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა იყოს თუ არა რეგულირებული ინტერნეტი?

5b153443749ac
სალომე მეცხვარიშვილი
04.06.18 16:41
851
ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, გამოხატვის თავისუფლება, საავტორო უფლებების დაცვა, კიბერუსაფრთხოება,- ეს ის საკითხებია, რომლებიც საერთაშორისო ინტერნეტ მმართველობის ფორუმის Euro Dig- 2018-ის ფარგლებში თბილისში განიხილება. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტი ყოველდღიურად სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, იზრდება მასთან დაკავშირებული რისკებიც. ფორუმის მონაწილეების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ინტერნეტი ღია სივრცედ უნდა დარჩეს და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა თავად უნდა უზრუნველყონ, მეორე ნაწილი კი გარკვეული რეგულაციების მომხრეა.

კომპანია Global Engagement-ის ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია ამბობს, რომ სიტყვა „რეგულაცია“ ძალიან უხეშად ჟღერს, თუმცა, ნათელია, რომ ჩვენს წინაშე დგას პრობლემები, რომლებიც უნდა გადავჭრათ.

„ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, უნდა ვიმუშაოთ ერთად. ალბათ, გარკვეული რეგულაციები ხანდახან საჭიროა, მაგრამ მეორე შემთვევაში მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა“,-აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

European Broadcasting Union-ის წარმომადგენელი ჯაკომო მაზონე კი ფიქრობს, რომ არსებული წესებით მაგალითად საავტორო უფლებების დაცვა სრულად ვერ ხდება, ამიტომ წესების გადახედვა უნდა მოხდეს.

„ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა ევროპა მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია გარკვეული წესების შემოღება, იმისთვის, რომ პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ახლა უკვე ინტერნეტში. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ მედიის მიერ შექმნილი მასალების საავტორო უფლების მკაცრად დაცვა მოხდეს“,- აცხადებს ჯაკომო მაზონე.

კომპანია Smart Group-ის წარმომადგენელი მიშა გოთოშია კი მიიჩნევს, რომ ინტერნეტი თავისუფალი უნდა დარჩეს.

“ინტერნეტი არის თავისუფალი სამყარო, მისი ხელყოფა და როგორმე რეგულაცია იწვევს ამ ტავისუფლების დაკარგვას. იმისთვის, რომ პრობლემები, როგორიცაა ბავშვთა პორნოგრაფია ან ძალადობა, სრულად ვერასოდეს შეუსღუდება. ერთადერთი უნდა ამაღლდეს ცნობიერება მშობლის - მშობელმა უნდა აკონტროლოს: რა სუყურებს მისი შვილი, რომელ საიტებზე შედის და ა.შ.“,- აცხადებს მიხეილ გოთოშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები