როგორც ცნობილია, ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე აქტუალურ თემაზე სასაუბროდ კანონმდებლებმა პარლამენტში მიიწვიეს და ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის საკითხი, რომელიც მედიაციის შედეგად მორიგებით დასრულდა, ერთ-ერთია.
მინისტრის შეფასებით, „ჭიათურაშისაქმე გვქონდა საკმაოდ ეფექტურ მედიაციასთან, რაც განახორციელა სახელმწიფომ“.
ჩვენ ჩავერთეთ, როგორც მედიატორები გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებლებს შორის. ჩავერთეთ იმ ეტაპზე, როცა მათ გარკვეული დრო გაატარეს თავიანთი პოზიციების შეჯერებაში და ჩვენ დავინახეთ, რომ ჭირს ბოლომდე კომუნიკაციის დამყარება და გაჩნდა საჭიროება, რომ მე და ჩვენი კოლეგები ჩავსულიყავით უშუალოდ და მიგვეღო მონაწილეობა მედიაციაში, რაც დასრულდა კონსესუსით და ეს არის მედიაციის წარმატებული მაგალითი, თუმცა ეს შესაძლებელი გახდა არა იმიტომ, რომ ჩვენ ჩავერთეთ, არამედ ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეს უნდა იყოს დარეგულირებული ორ სუბეიქტს შორის - დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ესაა ცივილიზებული ფორმა. სახელმწიფო, როგორც წესი, უშუალოდ არ უნდა ერთვებოდეს ასეთი დავების დარეგულირებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავამ ამ თემაზე საუბრისას იმასაც გაუსვა ხაზი, რომ პრობლემები დღეს არ დაგროვილა და ასევე, მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
„უახლოეს პერიოდში იგეგმება კონცენტრანტის მიღების სარკინიგზო ტერმინალის მოწყობა და უკვე ტერიტორიის მოწყობა და წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მძიმეწონიანი მანქანები არ ივლიან ჭიათურაში და ეს პრობლემა ძალიან ცივილიზებულად და სწრაფად გადაწდება. მთელი რიგი სოციალრი პროექტები იქნება და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ამას დააფინანსებს. რა თქმა უნდა, ფინანსური პაკეტის განხორციელება დაწყებულია. ასევე, სადაზღვევო პაკეტზე ჰქონდათ სამართლიანი პრეტენზიები დასაქმებულებს, ახალი პაკეტია შეთავაზებული და მისი შეჯერება მოხდება კომპანაისთან; კვების საკითხები მოწესრიგდა....
ივნისში იგეგმება ჩვენი კოლეგების მხრიდან ადგილზე კიდევ ერთი ინსპექცია თუნდაც სახანძრო უსაფრთხოების წესის გადამოწმების თვალსაზრისით და ეს იქნება ჩვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიყავით ამ პროცესის ფასილიტატორები.
ზოგადად, ჩვენი პოზიცია ასეთი მსხვილი დამსაქმებელი საწარმოების მიმართ არის ისეთი, რომ პრიორიტეტი ყოველთვის მიენიჭება შრომის ღირსეულ პირობებს და დასაქმებულების ინტერესების დაცვას, თუმცა ჩვენი ჩარევები უნდა იყოს ძალიან დოზირებული და ძალიან კარგად არგუმენტირებული; ჩვენ უნდა მივცეთ ბიზნესს საშუალება, რომ თვითონ ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსცესები“, - განაცხადა მინისტრი.
შეგახსენებთ: "ჯორჯიან მანგანეზის" 3200-ზე მეტი თანამშრომელი რამდენიმეკვირიანი გაფიცვის შემდეგ 27 მაისს სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 1 ივნისიდან მათი ხელფასი 25%-ით გაიზარდა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი, 10%-ით გაიზრდება.
ცნობისთვის: სოციალური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების გარდა მაღაროელები ხელფასების 50%-ით მატებას ითხოვდნენ.

























