უნდა შეიცვალოს თუ არა ქვაფენილი ასფალტით ვარაზისხევში, - ამ საკითხზე მერია გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს. როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუკი შესაძლებელი იქნება ვარაზისხევში ქვაფენილს მერია ასფალტით შეცვლის.
„ვარაზისხევში ქვაფენილი ხშირად ზიანდება და მინდა ვიკითხო თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს ასფალტი. ადგილზე ხმაური და მტვერია და პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. მინდა პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ საკითხზე. ისტორიული სტატუსი მას არ აქვს და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ საკითხის მოწესრიგება და საფეხმავლო გზების გაფართოვება“, - განაცხადა კალაძემ.

























