„გამოსავალს ვხედავ გაერთიანებაში“ - ამის შესახებ “კოინმანიას”დამფუძნებელმა, სულხან ჯაშმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" სპეცეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი მოსაზრებით, უნდა შეიქმნას კრიტიკული ადამიანების გაერთიანება, რომელიც მთავრობას დაანახებს მეორე მხარეს მდგომ კრიტიკულ საზოგადოებას.
„გამოსავალს ვხედავ გაერთიანებაში. მთავრობამ უნდა დაინახოს მეორე მხარეს გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც [გამოსავალზე] მსჯელობას დაიწყებენ. მთავარია შეიქმნას ადამიანების გაერთიანება და ერთობლივად დავიწყოთ მოქმედებები და გადაწყვეტილებები. ათასი იდეა მოგვივა, როგორ ვიმოქმედოთ რომ მთავრობას დავანახოთ რომ აქეთ არის კრიტიკული მასა - მგონია ეს რაღაც შედეგს ეს გამოიღებს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ აღნიშნული იდეის გაზიარება ეკუთვნის ბიზნეს ასოციაციასაც.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 300-ზე მეტი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.