მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდა შევზღუდოთ ცუდი პრაქტიკა, როდესაც ტექნიკურზე ჰუმანიტარული საგნებით აბარებენ"

5c5c5ab5ea1d7
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.19 20:30
2055

"ჩვენი მიზანია რომ შევზღუდოთ, ვერ ვიტყოდი რომ მანკიერი, მაგრამ ცუდი პრაქტიკა, როდესაც შესაძლებელია რომ ტექნიკურ მიმართულებაზე შესაძლებელია ჰუმანიტარული საგნების ჩაბარებით ჩარიცხვა"- ამბობს განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი.

"ჩვენ გვინდა განსხვავებული სისტემა, რომ ბავშვმა უფრო ადრე აირჩიოს ტექნიკური მიმართულებით უნდა განათლების გაგრძელება თუ ჰუმანიტარულით. ტექნიკური მიმართულების ბავშვებს საჭიროა რომ ჰქონდეთ მათემატიკის კარგი ბაზისი და შესაბამისად, უნივერსიტეტი, ეს იქნება ბიზნესის სკოლა თუ ფიზიკის ფაკულტეტი რა მიმართულებასაც გადაწყვიტავს რომ დაუმატოს, ჩვენ თავისთავად მზად ვართ რომ ვუზრუნველყოთ. ამას აქვს კიდევ ერთი მიზანი, რომ გავზარდოთ უნივერსიტეტების ავტონომია. ჩვენი მიზანია, რომ შევზღუდოთ, ვერ ვიტყოდი რომ მანკიერი, მაგრამ ცუდი პრაქტიკა, როდესაც შესაძლებელია, რომ ტექნიკურ მიმართულებაზე შესაძლებელია ჰუმანიტარული საგნების ჩაბარებით ჩარიცხვა.
 

თავისთავად მნიშვნელოვანია ისტორიაც და გეოგრაფიაც, მაგრამ იმისთვის რომ გახდე პროგრამისტი ამისთვის საჭიროა სხვა უნარები და სხვა უნარების განვითარება. თუმცა, როგორც ვთქვით ის კომპონენტებიც ძალიან მნიშვნელოვანია დაგეთანხმებით, არავითარი დაკნინება არ ხდება ჰუმანიტარული საგნების. მაგრამ აქცენტის გაკეთება ხდება იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევეაშიც უნივერსიტეტს აქვს ავტონომია” - ამბობს მინისტრი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები