2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება 15,1%-ით ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. ISET-ის ბიზნესის განწყობის კვლევის მიხედვით განწყობის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მიმდინარე წლის 2 თვის განმავლობაში ვაჭრობის სექტორში გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა რაც სეზონურობასთან ერთად, ქვეყნიდან მიგრანტების გასვლასაც უკავშირდება.
სტუმარი: ივა ჭყონია - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი;