მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ველოდოთ თუ არა ტემპერატურის მკვეთრ მატებას საქართველოში?

BM.GE
24.07.23 12:34
133
ევროპა გაუსაძლის სიცხეებს ებრძვის. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ამ დღეებში იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და საბერძნეთსა დაფიქსირდა. იტალიაში, ბარისა და კატანიას პროვინციებში ჰაერი 50 გრადუსამდე გათბა, სიცილიასა და სარდინიაზე კი რეკორდული +45 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირა შესაძლოა, უფრო ცხელი იყოს. მაღალი ტემპერატურის გამო ტყეები იწვის კანარის კუნძულებსა და საბერძნეთში. 

„ეს ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე ცხელი თვე იქნება დედამიწაზე ასობით წლის განმავლობაში“-, განუცხადა ჟურნალისტებს NASA-ს გოდარდის კოსმოსური კვლევის ცენტრის დირექტორმა გევინ შმიდტმა გასული კვირის ბოლოს. 

რა იწვევს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ზრდას, უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ზაფხულის მეორე ნახევარში სიცხეებს და რა გავლენა ექნება ტემპერატურის მატებას სოფლის მეურნეობაზე? 

სტუმრები: მირანდა აფაქიძე - სენი, პროექტის კოორდინატორი;
სანდრო გუჯაბიძე - სენი, სოფლის მეურნეობის განვითარების ოფიცერი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები