მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უნდა ვეცადოთ, სახელმწიფო ბიუჯეტი შევამციროთ და უფრო ეფექტიანად ვხარჯოთ“ – გიორგი ციკოლია ეკონომიკურ თავისუფლებაზე

Lineate
12.02.25 22:14
1922

აშშ-ში საქართველოს ყოფილი დესპანისა და Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტის სახელმწიფომ ბიუჯეტი რაღაც მომენტში უნდა შეამციროს და უფრო ეფექტიანად ხარჯოს. ამის შესახებ გიორგი ციკოლიამ BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

გადაცემის ავტორისა და წამყვანის კითხვას - წარმოგიდგენიათ თუ არა საქართველო - პატარა, ღია ეკონომიკის ქვეყანა, ყოველწლიურად, მეტ-ნაკლებად სტაბილურად საუკეთესო შემთხვევაში 4-5%-ით იზრდება, ასეთი ქვეყანა გადასახადების გადამხდელთა ბიუჯეტიდან აფინანსებს ყველაფერს, მათ შორის ახლა უკვე არასამთავრობო სექტორისთვის გრანტების გამოყოფაც შესაძლებელი იქნება ბიუჯეტიდან, გიორგი ციკოლია პასუხობს, რომ ეკონომიკურ აქტივობაში სახელმწიფოს ჩართულობის მომხრე არ არის.

„არანაირად არ ვარ იმის მომხრე, რომ სახელმწიფო ეკონომიკურ პროცესში იყოს ჩართული და თავის როლს აძლიერებდეს ეკონომიკაში. რაც უფრო ნაკლებად იქნება სახელმწიფო პროცესებში, მათ შორის ეკონომიკურში, მით უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქვეყანას.

ქვეყნის გაფიცრულება დაფუძნებულია იმაზე, რომ სახელმწიფო ნაკლებად იყოს ჩართული ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში, ეს პროცესი იყოს ბევრად უფრო გამჭვირვალე, ამასთან ერთად, გაიზარდოს მცირე და საშუალო კომპანიების ჩართულობა ამ პროცესში და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა, უნდა ვეცადოთ რაღაც მომენტში შევამციროთ და უფრო ეფექტურად დავხარჯოთ და ის ნაწილი დარჩეს ეკონომიკაში“, - აღნიშნა გიორგი ციკოლიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები