მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ვიბრძოლოთ, რათა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ სამართლებრივადაც გამოიწვიონ კანონპროექტი - თეონა აქუბარდია

6409b9cac56b5
BM.GE
09.03.23 14:48
552
ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ე.წ. რუსული კანონების წინააღმდეგ ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდება. როგორც აქუბარდიამ bm.ge-ს უთხრა, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რათა კანონპროექტი არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ სამართლებრივადაც გამოიწვიონ.

„პარლამენტი ეს ორი დღე არ მუშაობს, შესაბამისად, 12 მარტიდან დავიწყებთ ბრძოლას პარლამენტში. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განცხადება კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, ეს არის იმ ბრძოლის დამსახურება, რომელიც ხალხმა გასწია. ვიცით, რომ კანონპროექტის გამოთხოვა ასე არ ხდება და საჭიროა დადგენილი პროცედურების უზრუნველყოფა. ვიცით, რომ ორივე პროექტი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიისთვის. იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ქვეყნის საგარეო სექტორის შენარჩუნება, საჭიროა, რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით კანონპროექტების გამოხმობა როგორც პარლამენტიდან, ისე ვენეციის კომისიისგან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები