მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნებართვოდ მშენებლობები - არქიტექტორები და იურისტები ბიუროკრატიის შემცირებასა და აღსრულების გამკაცრებას ითხოვენ

მთავრობა მასშტაბურ ამნისტიას აანონსებს - მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარ მიწის ნაკვეთზე სახლი უკანონოდ აქვთ აშენებული, შენობები დაუკანონდებათ. სამშენებლო ამნისტიის პროექტის შემუშავებაზე იუსტიციის მინისტრმა დავალება უკვე მიიღო. ამნისტია მხოლოდ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. ხელისუფლება ირწმუნება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მომავალში უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა აღმოიფხვრება. იურისტები და არქიტექტორები აცხადებენ, რომ უკანონო მშენებლობები 90-იანი წლებიდან დაიწყო. მათი თქმით, უკვე წლებია ხელისუფლების მხრიდან ისმის დაპირება, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ამნისტიის გარდა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჯერჯერობით არ ჩატარებულა. იურისტები ორ ძირითად პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მოქალაქეს უბიძგებს, რომ კერძო სახლი ნებართვის გარეშე ააშენოს. ერთ-ერთ გამოწვევად გართულებული ნებართვები და გაუგებარი პრინციპები სახელდება. კერძოდ, როგორც ბიელსის პარტნიორი იურისტი, ქეთი ქვარცხავა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ, სად და როგორ მოითხოვონ სამშენებლო ნებართვა, ხოლო ადმინისტრაციულმა ერთეულებმა ნებართვა დადგენილ ვადებში გასცენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები