“ძალიან დიდი მოთხოვნაა ბუდაპეშტიდან და რომიდან ჩვენს ზამთრის კურორტებზე”- ამის შესახებ “საქმიან დილაში” "Myway Airlines"-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განაცხადა. მისი თქმით, განსაკურებულად მზარდია ინტერესი გუდაურისა და ბაკურიანის მიმართ. ამასთან, ავია კომპანია მათთვის ახალ სერვისსაც ამატებს, რომელიც თხილამურებისა და სნოუბორდის უფასო ჩაბარებას გულისხმობს.
“ამ ეტაპზე გვყავს ორი ბორტი - ბოინგი 737 800, სადაც არის 170 ადგილი. 8 ადგილი ბიზნეს კლასში და 162 ეკონომ კლასში და ეს არის full service airline, რომელიც აერთიანებს ყველა იმ სერვისს როგორიცაა კვება, ბარგი. ეს ყველაფერი შედის ბილეთის ფასში. ძალიან დიდი მოთხოვნაა ბუდაპეშტიდან, რომიდან ჩვენს ზამთრის კურორტებზე. გუდაურზე და ბაკურიანზე ძალიან დიდ მოთხოვნას ვხედავთ. ჩვენ ასევე გვექნება ე.წ “ski equipment”, ანუ თხილამურებისა და სნოუბორდის ჩაბარება უფასოდ”- აცხადებს "Myway Airlines"-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური.