მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარს არც ტრამპის თხოვნის მიუხედავად არ გეგმავენ

ტრამპი

ტრამპის თხოვნის მიუხედავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

როგორც ორ ლიდერს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ გაირკვა, ორბანმა უარის მიზეზად რუსულ გაზსა და ნავთობზე უნგრული ეკონომიკის დამოკიდებულება დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა 4%-იან ჩამოშლას გამოიწვევს.

ორბანმა არგუმენტად ალტერნატიულ მომწოდებლებზე გადასვლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მსგავსი სურვილის შემთხვევაშიც კი, ეს პროცესი სწრაფად ვერ დასრულდება.

იდენტური პოზიცია გააჟღერა სლოვაკეთის მთავრობამაც და განაცხადა, რომ ზეწოლის მიუხედავად, რუსულ ენერგოპროდუქტებზე ქვეყანა უარს არ იტყვის. როგორც ოფიციალური ბრატისლავა აცხადებს, სლოვაკეთის ეკონომიკა უკვე საკმაოდ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ალტერნატიული მომწოდებლები კი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ამასთან, მათ მიერ შემოთავაზებული გაზისა და ნავთობის ფასები გაცილებით არახელსაყრელია. საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის თქმით, არსებული სახელმწიფო კონტრაქტების გაწყვეტა ქვეყანას $12 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები