მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთმა საქართველოსთან შეუფერხებლად მოგზაურობის შეთანხმება გააფორმა

60a6ba50abd11
თამთა ჯიჯავაძე
20.05.21 23:34
1763
უნგრეთმა და საქართველომ შეუფერხებლად მოგზაურობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ უნგრული გამოცემა Dailynewshungary წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, ვაქცინაციის სერტიფიკატის მქონე უნგრელ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისას კარანტინის პროცედურის გავლა ან COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა არ მოუწევთ. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებზე უნგრეთში მოგზაურობის შემთხვევაშიც მსგავსი პირობები იმოქმედებს.

მსგავსი შეთანხმება უნგრეთმა მონღოლეთთანაც გაააფორმა.

პიტერ სიიარტოს თქმით, შეთანხმება მომდევნო კვირიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები