გაეროს ბავშვთა ფონდსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიწყება ერთობლივი მუშაობა ბავშვებისთვის მხარდაჭერის მობილიზების მიზნით. ამ მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები იმუშავებენ ყველაზე დაუცველი ახალგაზრდების დასახმარებლად, რათა ისინი უკეთ მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, ხელს შეუწყობენ ბავშვთა უფლებების დაცვას ბიზნეს პრაქტიკაში, გაავრცელებენ ცოდნას პოზიტიურ მშობლობასა და კიბერ უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებს შორის.