მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ

5b1f82f31e0eb
BM.GE
12.06.18 12:21
760
UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე გაზრდილია, კვლევა არ მოიცავს იმ გარემოებას, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს სიღარიბის დონე საქართველოში შემცირებულია. 2016 წელს სიღარიბის დონის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად სესხის მომსახურების ზრდას უკავშირდებოდა.

"2015 წელთან შედარებით მონეტარული სიღარიბის ზრდის მიუხედავად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებლები, კერძოდ 2015 წელს 38.4 პროცენტიდან სუბიექტური სიღარიბე 33.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობის მიერ სიღარიბის დონის აღქმა შემცირებულია. ეს უკავშირდება რეალური შემოსავლების ზრდას, სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც აუცილებლად აისახება ხარჯებზე და სიღარიბის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის იმ ნაწილის ხვედრითი წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო გაზრდილია მათი ხვედრითი წილი, ვინც თვლის რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

2017 წელს ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ტენდენცია ფიქსირდება - 14.8 პროცენტით (რეალურ გამოხატულებაში კი 20.1 პროცენტით) შემცირდა შინამეურნეობების მიერ გაწეული გრძელვადიანი ხარჯები, რაც ნიშნავს სესხის მომსახურების ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საბანკო ხარჯები საზოგადოების ყველა ფენისთვის შემცირდა. მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც შემცირდა სესხის მომსახურების ხარჯი. აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაციის და მოწყვლადობის დონე", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები