ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს, - ნათქვამია Unicef-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში სახელწოდებით "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა".
კვლევაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეიცვალა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან.
ბავშვიან ოჯახებში სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია სოფლად ვიდრე ქალაქად.
უკიდურესი სიღარიბის დონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3,9-დან 2,1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2,5%-მდე ბავშვებში.
ზოგადი სიღარიბის დონე მოსახლეობაში 2013 წლის 24%-დან 18 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში 28-დან 21 პროცენტამდე შემცირდა.
ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯები 31%-ით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯები მთავარ კომპონენტად რჩება.

























