მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Unicef: სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით მდგომარეობა საყურადღებოა

5b503737d270f
თათია ჩაფიჩაძე
19.07.18 11:16
910

ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კლევის შედეგები 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. როგორც Unicef-ის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ უგულავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, კვლევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები ჩაერთვებიან. თავად კვლევა 200-მდე სხვადასხვა მაჩვენებელს იკვლევს და ის სექტემბრიდან შინამეურნეობებში მისვლით ჩატარდება.

„კვლევა 200-მდე სხვადასხვა მაჩვენებელს უყურებს, რომელთა შორის იქნება ბავშვებში ტყვიის შემცველობა. ამ ეტაპზე ხდება პრეტესტირება და სექტემბრიდან დაიწყება საველე სამუშაოები. კვლევა იქნება წარმომადგენლობითი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი შედეგები 2019 წლის დასაწყისიდან გვეცოდინება.

ვიცით რომ ვიღებთ პროდუქტს მაგალითად სუნელების სახით, სადაც ტყვიის შემცველობა იყო მომატებული, ასევე ვიცით, რომ არ ხდება სამშენებლო მასალის, საღებავებისა თუ სათამაშოების შემოწმება, შესაბამისად შეიძლება იფიქრო, რომ ეს ყველაფერი მძიმე მეტალების შემცველია. თუმცა, ამ დროისთვის წინასწარი მოლოდინების შესახებ საუბარი რთულია. ჩატარებული მცირე კვლევების მიხედვით ვერ ვიხელმხძღვანელებთ, რადგანაც აღებული იყო პრობლემური ჯგუფები, ამ ინფორმაციის განზოგადება არასწორია. ამიტომ ახლა ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია საგნაგაშოა, დავარქვათ რომ საყურადღებოა.

რეკომენდაციები იქნება იმაზე დაყდნობით, რა შედეგებსაც მივიღებთ. უნდა დავადგინოთ წყარო, უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის და შემდგომ უკვე პრევენციული ნაბიჯები გადავდგათ. ეს არ იქნება მოკლე დროში გაწერილი ქმედებები, საკმაოდ გრძელვადიანი გეგმა იარსებებს. რეგულაციები შეეხება სხვადასხვა უწყებებს, ეს შეიძლება იყოს გარემოს დაცვა და ჯანდაცვის სამინისტრო. ყველა ქვეყანამ გაიარა ტყვის შემცველი პროდუქტების კონტროლი და მოხდა მათი ამოღება ხმარებიდან. საყურადღებო ისიც, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ზღვარი დაწია და დღეს უკვე საუბარია 5 მიკროგრამზე დეცილიტრში.“ - განაცხადა თამარ უგულავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები