მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნიკალური შანსი - 3470 ლარი და ახალი MINI შენია!

MINI
13.11.26 11:40
• 184

მსოფლიოს მრავალფეროვან ავტოინდუსტრიაში იშვიათია ბრენდები, რომელთაც ისეთი მტკიცე და განუმეორებელი იდენტობა აქვთ, როგორიც MINI-ს. ეს ნამდვილი ბრიტანული ხასიათია - თამამი ურბანული დიზაინით, რომელიც 65 წელზე მეტია არ კარგავს თავდაპირველ იერსახესა და კონცეფციას. ათწლეულების წინ MINI ქალაქის ქუჩებისთვის განკუთვნილი კომპაქტური მოდელების (ჰეჩბექების) ეტალონად იქცა, დროთა განმავლობაში კი მისი მემკვიდრეობა თავისუფლებასა და მართვის სიამოვნებასთან დაკავშირებულ კიდევ უფრო ფართო ცნებად ჩამოყალიბდა. დღეს, როდესაც გლობალური ავტოინდუსტრია სიახლეების მუდმივ ძიებაშია, MINI ახერხებს შეინარჩუნოს პირვანდელი ხასიათი და ერთნაირად მიიზიდოს როგორც კლასიკური და თამამი ჰეჩბექების მოყვარულები, ისე თანამედროვე, პრაქტიკული და ფართო მაღალი გამავლობის მოდელების (კროსოვერების) მომხმარებლები.

რატომ უნდა ვიყიდოთ MINI ახლა?

თუკი MINI თქვენი სურვილების სიაშია, წლის ბოლო პერიოდი იდეალური დროა იმისთვის, რომ ეს სურვილი რეალობად აქციოთ. ბრენდი განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოს ბაზარზე, სადაც მას BMW ჯგუფთან ერთად ოფიციალურად „ჯი-თი მოტორსი“ წარმოადგენს. წლის ბოლოს, კომპანია მომხმარებელს მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს - მოდელების ღირებულება 63,500 ლარიდან იწყება!

როგორც BMW-ს, MINI-ს, BMW Motorrad-ისა და Suzuki-ს გაყიდვების ხელმძღვანელი, თამუნა დიასამიძე აღნიშნავს, საქართველოში ბრენდის მიმართ ინტერესი მუდმივად მზარდია, რადგან მომხმარებელს მოსწონს გამოხატული სტილი და ხაზგასმული ინდივიდუალიზმი:

„MINI თავისუფლების, ენერგიისა და ცოცხალი ემოციის სიმბოლოა. ვინაიდან საქართველოში ეს ბრენდი ასეთი აქტუალურია, წლის ბოლოსთვის მომხმარებელს ფართო და მრავალფეროვან ასორტიმენტს განსაკუთრებული პირობებით ვთავაზობთ. მარაგში გვაქვს 26 ავტომობილი - სხვადასხვა ფერში, სტილში და ძრავით - თანაც 2026 წლის უახლესი სპეციფიკაციებით. არჩევანი დიდია: კლასიკური კუპედან დაწყებული, დიდი გამავლობის საოჯახო მოდელებით დასრულებული.“

უნიკალური შანსი და „თიბისი ლიზინგის“ განსაკუთრებული პირობები

„ჯი-თი მოტორსის“ წლის ბოლო კამპანია მასშტაბურობითა და იშვიათი ფასდაკლებით გამოირჩევა. ასორტიმენტი სრულად აბალანსებს ბრენდის როგორც საკულტო, ისე პრაქტიკულ მიმართულებებს.

მაგალითად, ურბანული სტილის ნამდვილი შედევრი - MINI Cooper C ბენზინის ძრავითა და ელეგანტური Icy Sunshine Blue ფერით ახლა 92,400 ლარის ნაცვლად 63,500 ლარად არის ხელმისაწვდომი. მათთვის, ვისაც ჰეჩბექის სპორტული ხასიათი უფრო მეტ პრაქტიკულობასთან და სრულამძრავ სისტემასთან ერთად აინტერესებს, წარმოდგენილია MINI S ALL4 5-doors მოდელი Countryman-ის ოჯახიდან, 2.0 ბენზინის ძრავითა და მრავალფეროვანი ფერთა გამით (Midnight Black II, Nanuq White, Smokey Green, Legend Grey, Slate Blue) - 104,000 ლარად (149,000 ლარის ნაცვლად). ასევე, გაყიდვაშია დახვეწილი MINI Countryman C 5-doors (Slate Blue - 69,400 ლარი 92,400 ლარის ნაცვლად) და მძლავრი, დიზელის ძრავის მქონე MINI Countryman D მოდელები Vascin-ის პრემიუმ სალონებით, რომელთა ფასიც 149,000 ლარის ნაცვლად 86,700 ლარს შეადგენს.

იმისათვის, რომ სასურველი ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს, „ჯი-თი მოტორსი“ პარტნიორ „თიბისი ლიზინგთან“ ერთად განსაკუთრებულ ფინანსურ პირობებსაც სთავაზობს მომხმარებლებს. შეთავაზების ფარგლებში, პირველადი შენატანი (თანამონაწილეობა) ღირებულების 5%-ია. მაგალითისთვის, MINI Countryman-ის შემთხვევაში ეს თანხა სულ რაღაც 3,470 ლარს შეადგენს - დარჩენილი თანხის გადახდას კი მომხმარებელი პირველადი შენატანიდან 1 წლის შემდეგ დაიწყებს.

„თიბისი ლიზინგი საქართველოში ახალი ავტომობილების დაფინანსების მიმართულებით მოწინავე პოზიციას იკავებს. „ჯი-თი-მოტორსი“, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი ბრენდების მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზებები და გამარტივებული დაფინანსების პირობები დავამუშაოთ. ამჯერად, 5%-იანი თანამონაწილეობისა და 12 თვიანი საშეღავათო პერიოდის აქციით, ვფიქრობ MINI-ის მოყვარულებისთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარს ვაკეთებთ “ - აღნიშნავს ეკა ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტომოტივის მიმართულების ხელმძღვანელი.

მსგავსი მასშტაბის შეთავაზება იშვიათი შესაძლებლობაა. MINI ხომ გრძელვადიანი ინვესტიციაა ყოველდღიურ თავისუფლებაში, შეუდარებელ დინამიკასა და სტილში, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალურობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ჯი-თი მოტორსის“ შოურუმს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი N216, თბილისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები