სამომხმარებლო საქონლის გლობალურმა მწარმოებელმა Unilever-მა გამოაცხადა, რომ მცირე ზომის კომპანიების, სტარტაპებისა და პოტენციური კონკურენტების შესყიდვისათვის წელიწადში 1.7 მილიარდი დოლარის ბიუჯეტს გამოყოფს.
Unilever-ის ფინანსური დირექტორის ფერნანდო ფერეირას თქმით, კომპანია M&A გარიგებებით შეეცდება პორტფელის გაფართოებას და ისეთი სტარტაპების აღმოჩენას, რომელთაც ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ. როგორც ცნობილია, კომპანიას ძირითადი ფოკუსი აშშ-ის ბაზარზე ექნება.
კომპანიის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, Unilever-ი ორიენტირებულია ოთხ ძირითად ბიზნეს კატეგორიაზე, მათ შორისაა: სილამაზე და ველნესი, პირადი მოხმარება, ოჯახის მოვლა და კვება.
ცნობისთვის, Unilever-ის საბაზრო შეფასება 140 მილიარდ დოლარს აღწევს და მას მიმდინარე წელს 12%-იანი ზრდა აქვს.




























