მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uniper-ი რეკორდული ზარალის შესახებ იუწყება

6363d04bcd0f9
მარიამ ვარადაშვილი
04.11.22 00:07
517
დღეს, Uniper-მა მიმდინარე წლის ცხრა თვეში 40 მილიარდ დოლარიან ზარალზე გაავრცელა ინფორმაცია. ევროპაში რუსული გაზის ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორმა, მას შემდეგ მიიღო რეკორდული მოცულობს ზარალი, რაც რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებს გაზის მიწება თითქმის შეუწყვიტა.

როგორც Rueters წერს Uniper-ის ზარალი ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ აისახა Gazprom-ის ქმედება, რომელიც ათწლეულზე მეტი ევროპისთვის, გაბნსაკუთრებით კი გერმანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, ენერგეტიკის სექტორზე.

მიწოდების შეწყვეტის პირობებში ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი მკვეთრად გაზარდა, შედეგად კომპანია იძულებულია ძვირადღირებული გაზი იყიდოს. Uniper-ში განმარტავენ, რომ გაზის ძვირად შესყიდვა მომხმარებლის უწყვეტი მომარაგებისთვის იყო, თუმცა ფასის მათზე ასახვა შესაბამისად არ ხდებოდა, რამაც არსებული ზარალი გამოიწვია.

“ჩვენი ნახევარი წლის მონაცემები აჩვენებს, რომ პროცესებმა დიდი ფინანსური დაღი დაგვასვა”,-განაცხადა კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა ტინა ტომელმა. ცოტა ხნის წინ, Uniper-მა საკუთარ მთავარ მომწოდებელთან Gazprom-თან სამართლებრივი დავაც დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები