მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნიქარდმა" და "ფეიუნიქარდმა" ინოვაციური პროდუქტები წარადგინეს

5d89cc0fb49f5
BM.GE
24.09.19 12:00
1021
"უნიქარდი" განაგრძობს ლოიალობის ბიზნესში მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვას და მისი აფილირებული კომპანიის, "ფეიუნიქარდის" საშუალებით შედის ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული გადახდის ბაზარზე.

2019 წლის აგვისტოში უნიქარდი და ფეიუნიქარდი Visa International-ის რეგიონალური სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ეს ქართული ფინანსური ტექნოლოგიებისა და უნივერსალური ლოიალობის პროგრამის საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან ერთობლივი პარტნიორობის პირველი და უნიკალური პრეცედენტია.

„ვიზა ფეიუნიქარდთან სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ფინტეკ ეკოსისტემების განვითარების გზაზე. ეს არის ჩვენი პირველი ფინტეკ პარტნიორობა კავკასიის რეგიონში, რომელიც, ჩვენი აზრით, გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოს უნაღდო გადახდების ეკონომიკის განვითარებაში. უფრო მეტიც, ფეიუნიქარდი პირველი ფინტეკ კომპანიაა მთელს რეგიონში, რომელიც გახდა ვიზას ასოცირებული წევრი და მოიპოვა საკუთრი ბარათების გამოშვების უფლება", - აღნიშნავს ვიზას ბიზნესის განვითარების დირექტორი CEMEA რეგიონში ევგენი ლესნიაკი.

„საერთაშორისო საგადახდო ბარათებთან ერთად, უნიქარდი გაყიდვების ზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიურ პლატფორმას, Smart CRM-ს ნერგავს. პროექტის ფარგლებში, უნიქარდის პარტნიორების ჯგუფს შეუერთდა Retail Group Georgia, რომელიც 30 საერთაშორისო ბრენდითაა წარმოდგენილი საქართველოში, მათ შორის: ZARA, MANGO, Bershka, Massimo Dutti, GAP, Banana Republic და სხვა",  - აცხადებს კომპანიის დირექტორი ნანა ქებურია.

2020 წლიდან Smart CRM-ის გამოყენებით მომხმარებელთა დაჯილდოებას შეძლებს უნიქარდის ძირითადი პარტნიორი, კომპანია სპარ ჯორჯია.

„Smart CRM-ის დანერგვით, ვფიქრობთ, რომ ჩვენსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა, რადგან პლატფორმა საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფს გავუკეთოთ მათზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზებები და მარტივად განვახორციელოთ მათთან კომუნიკაცია", - ამბობს კომპანია სპარ ჯორჯიას დირექტორი მირანდა მანჯგალაძე.

„Smart CRM-ის გამოყენებით შესაძლებელია თქვენივე მომხმარებელთა შენარჩუნება და პასიური კლიენტების გააქტიურება, რაც ახალი კლიენტების მოყვანაზე საშუალოდ 5ჯერ ნაკლები ჯდება. ეს უნიკალური პლატფორმა საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ თქვენი გაყიდვები ნაკლები დანახარჯით და მუდმივად გყავდეთ კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი", -  აღნიშნავს მარკეტინგის კონსულტანტი გიორგი ბარკალაია.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები