მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Unique Fashion Show პარიზი 2025: ადგილი, სადაც ინოვაცია ხვდება ლუქსს, ხოლო ხელოვნება სცდება საზღვრებს

ფეშენ

პარიზი, საფრანგეთი - 24-25 მაისი, 2025 - წლის ყველაზე გამორჩეული მოდების ღონისძიების თარიღის უკუთვლა უკვე დაწყებულია, რომელიც პარიზში, მსოფლიო მოდის დედაქალაქში, შთაგონების, ინოვაციისა და მდგრადობის ზეიმს უმასპინძლებს.

Unique Fashion Show Paris (UFSP) — ეს არის ქართული პროექტი, რომელმაც უკვე მიიღო საფრანგეთის კულტურის მინისტრის მიერ გამოგზავნილი „ოფიციალური მადლობის წერილი“.

ღონისძიება გააერთიანებს მსოფლიო დონის დიზაინერებს, პრემიუმ ბრენდებს, ავანგარდულ ხელოვნებას, ცოცხალ შესრულებებსა და უახლეს ტექნოლოგიებს — ეს არის სივრცე, სადაც ხელოვნება და მოდა ერთმანეთში ირევა, იბადება ახალი იდეები და იკვეთება მომავალი ტენდენციები.

ღონისძიების მთავარი აქცენტები:

  • ორდღიანი გლამური - ყოველი დღე დაეთმობა 5 გამორჩეულ ჩვენებას, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მონაწილეობით
  • ინტერაქციული შოურუმი - 30-ზე მეტი დიზაინერი წარმოაჩენს საკუთარ კოლექციას ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულების მიმართულებით, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაიცნონ დიზაინერები და შეიძინონ მათი ნამუშევრები
  • მეტავერსის გაერთიანება - ვირტუალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს გლობალურ აუდიტორიას რეალურად ჩაერთოს ღონისძიებაში და დაათვალიეროს ვირტუალური შოურუმები
  • ცოცხალი შესრულება მსოფლიო დონის არტისტებისგან - ხელოვნება და მოდა გაერთიანდება სცენაზე უნიკალური პერფორმანსებით.

FROM SUBCONSCIOUSNESS TO SPACE — რევოლუციური არტ პერფორმანსი

UFSP 2025-ის ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი, ქართველი არტისტის, რომანოზის შესრულება იქნება — ის არის პირველი ქართველი ხელოვანი, რომელმაც ნამუშევრები გააგზავნა კოსმოსში, 45,000 მეტრის სიმაღლეზე. პერფორმანსი „ქვეცნობიერიდან კოსმოსამდე“ აერთიანებს მოდას, ხელოვნებასა და უსაზღვრო კრეატიულობას, ხელახალი ხედვით გადმოსცემს იმპულსს, რომ შემოქმედებას არ გააჩნია საზღვრები.

ჩანდრა ლის გამოფენა — „ქალი, თავისუფლების ძიებაში“

ცნობილი ციფრული არტისტი ჩანდრა ლი წარადგენს საკუთარ ექსპოზიციას, რომელიც მოიცავს რეალურ და ციფრულ შარფებში გამოხატულ სიურრეალისტურ ხედვებს ქალის თვითიდენტობისა და თავისუფლების თემებზე. შარფი აქ იქცევა სიმბოლოდ, რომელიც გადმოსცემს სიძლიერეს, ისტორიას და ქალების უფლებების თემას, განსაკუთრებით კი ავღანელი ქალების ბრძოლას თავისუფლებისთვის.

დიზაინერები და ინოვაცია

Unique Fashion Show Paris 2025-ზე გამოჩნდებიან გამორჩეული დიზაინერები:

SELVA — დიზაინერი, რომლის სახელი უკავშირდება მდგრად მოდას, რეციკლირებას და აფსაიკლინგს. მისი ნამუშევრები გაშუქებულია ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Forbes, Vogue და I-D. მისი სამოსი მორგებული აქვს ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას.

რეზა ნადიმი — დიზაინერი, რომლის ბრენდიც შთაგონებულია ხელოვნების სხვადასხვა ფორმებით — ცეკვით, არქიტექტურით, მუსიკით და რომანტიული მელანქოლიით. მისი კოლექციები წარმოადგენს პირად ემოციებსა და დაფარულ რომანტიულ ნოტებს, რაც არქიტექტურულ სტრუქტურასთან ერთად გარდაიქმნება უნიკალურ ისტორიულ ნარატივად. მისი ნამუშევრები გაერთიანებულია დრამატულ გამოსახულებასა და დახვეწილ ელეგანტურობაში.

დიზაინერთა კონკურსი

UFSP 2025-ის ფარგლებში გაიმართება დიზაინერთა კონკურსი — შესაძლებლობა ახალი ტალანტებისთვის წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები გლობალურ მასშტაბზე. კონკურსი ორი ძირითადი კატეგორიით წარდგება:

  • მდგრადი დიზაინერების კონკურსი — ფოკუსირებული გადამუშავებაზე, ეკოლოგიურობაზე და ეთიკურ მოდაზე.
  • 3D & ციფრული მოდის კონკურსი — მომავლის მოდა, სადაც წარმოდგენილი იქნება AI-გენერირებული, 3D მოდელირებული და სრულიად ციფრული დიზაინები.

ეს კონკურსი კიდევ უფრო ამტკიცებს UFSP-ის პოზიციას, როგორც პლატფორმის, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციასა და მდგრადობას.

ავღანელი ქალების მხარდაჭერა

UFSP 2025 განსაკუთრებული სიამაყით აცხადებს საქველმოქმედო ინიციატივას — „ავღანელი ქალების სამკაულების ატელიე“, რომელიც ქალ ხელოვანებს აძლევს საშუალებას გააცნონ თავიანთი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო საზოგადოებას და შექმნან ეკონომიკური შესაძლებლობები

COMMUNITY CLOTHING და FEL-ის ინოვაციური როლი

FEL-ის Fast Forward და SMETA-ს სტანდარტებით აკრედიტებული საწარმოები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის, მდგრადი წარმოების პროცესს. მათი Styleverse Innovation Centre და საგანმანათლებლო პროგრამები ამარაგებენ ახალ დიზაინერებს საჭირო რესურსებით, რაც კიდევ უფრო ამყარებს UFSP-ის გლობალურ ვალდებულებას ეთიკური და ინოვაციური მოდის განვითარებაში

ინკლუზიურობა

UFSP 2025 დაფუძნებულია ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებზე. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, მიუხედავად ასაკისა, სქესის, კულტურისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის. მონაწილეობის შესაძლებლობა იქნება როგორც ფიზიკურად პარიზში, ისე ვირტუალურად მეტავერსის საშუალებით

მდგრადობა და ტექნოლოგიები

მდგრადობა UFSP-ის მთავარ ღერძს წარმოადგენს, აქცენტით ეკოლოგიურ პრაქტიკებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე მოდის და ლუქსის ინდუსტრიებში. წარმოდგენილი იქნება კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალი თაობის მასალებს, მდგრად წარმოების სისტემებსა და მოდის სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციას.

მედია ფოკუსი

ღონისძიებას გააშუქებენ მსოფლიო მოდის წამყვანი გამოცემები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მედია და პლატფორმები, რაც ღონისძიების გლობალურ გავლენას კიდევ უფრო გაძლიერებს.

ჩაინიშნეთ თარიღი !

Unique Fashion Show Paris 2025 გაიმართება 2025 წლის 24-25 მაისს პარიზის ექსკლუზიურ სივრცეში. მალე გახდება ცნობილი სრული სია მონაწილე დიზაინერებისა და ხელოვანების, ასევე ინფორმაცია ბილეთებისა და ადგილმდებარეობის შესახებ

პარტნიორები:

MediaKind — მედია ტექნოლოგიების წამყვანი მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს დაბალი შეფერხების მქონე ლაივ სტრიმინგს და სარეკლამო პლატფორმებს.

FashionCapital.co.uk და Fashion-Enter Ltd — ლიდერი ორგანიზაციები ეთიკურ წარმოებასა და მოდის განათლებაში, ახალგაზრდა დიზაინერების მხარდასაჭერად.

FashionUnited — საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში აერთიანებს მოდის ინდუსტრიის სიახლეებს.

Hublo — ეკოლოგიური და ტექნოლოგიური სახლის ქიმწმენდა, რომელიც ემსახურება მდგრადობასა და ფრანგულ ხარისხს.

France Fashion — მოდის პლატფორმა, რომელიც ახალ ტენდენციებსა და ბრენდებს წარმოგვიდგენს.

იტალიის კულტურის ინსტიტუტი პარიზში — იტალიური ხელოვნებისა და დიზაინის საერთაშორისო პოპულარიზატორი.

Marangoni Fashion Institute — მოდის განათლების გლობალური ლიდერი, რომელიც ნერგავს ახალ თაობას ინდუსტრიაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები