კომპაია Unison დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის კოტე სულამანიძის კერძო სექტორში გადასვლას აპროტესტებს.
"გუშინდელი ჩვენი ზედამხედველი, რომელიც ფლობს სექტორზე კომერციულ და კონფიდენციალურ ინფორმაციას და დაზღვევის ლიცენზიებსაც გასცემს, დღეს უკვე კონკურენტად მოგვევლინა ერთ-ერთი ბანკის შვილობილ ახლადგახსნილ სადაზღვევო კომპანიაში", - აცხადებს Unison-ის ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე.
მისი თქმით, ასეთი ფაქტრები ზედამხედველობის სამსახურის რეპუტაციას ძალიან აზარალებს.
"ჩვენ დღეს უკვე გვაშინებს ზედამხედველთან ინფორმაციის გაცვლა, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ხვალ ეს მონაცემები კონკურენტის ხელში აღმოჩნდება", - ამბობს ახრახაძე.
მისი თქმით, სამსახურმა, როგორც დამოუკიდებელმა სტრუქტურამ ვერ გაამართლა, ამიტომ ის უმჯობესად მიიჩნევს, რომ ის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს.
საბანკო სფეროს სადაზღვევო სექტორის შესაძლო შევიწროვების თემაზე, კომპანია "უნისონმა“ სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. სხდომა 2 მაისსაა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ კოტე სულამანიძემ პოსტი დატოვა და ის სამუშაოდ ბაზისბანკში გადავიდა.

























