აშშ-ს წამყვანი ავიახაზების United Airlines-ის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლების 97% აცრილია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„28 სექტემბრიდან, ჩვენი ავიაკომპანია იწყებს აცრილი და აუცრელი თანამშრომლების გამიჯვნას. ჩვენდა საბედნიეროდ მხოლოდ რამდენიმე მათგანმა ითხოვა გაგვეკეთებინა გამონაკლისი მათი ჯანმრთელობის ან რელიგიური მოსაზრების მიხედვით. უმრავლესობა კი უახლოეს მომავალში ატვირთავს ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს,“ - განაცხადა United Airlines-ის წარმომადგენელმა ლესლი სკოტმა.
გამოცემა წერს, რომ ავიაკომპანიის განცხადებით, ის თანამშრომლები, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ აიცრნენ, United Airlines-ი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებს, ხოლო მათ ვინც რელიგიური მიზეზით არ იცრება, უხელფასო შვებულება მოუწევთ.