მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

United Payment Georgia-მა რებრენდინგი განახორციელა - კომპანია fintech მიმართულებებს აძლიერებს

ნინო ჭედია

ფინანსურ-ტექნოლოგიურმა კომპანიამ United Payment Georgia-მ, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს, რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე ოპერირებას Moka United Georgia-ს სახელით განაგრძობს. ცვლილების შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჭედიამ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

ნინო ჭედიას თქმით, Moka United Georgia-მ გააძლიერა ქვეყნისთვის ორი სტრატეგიული მიმართულება - საერთაშორისო ფულადი გზავნილები და ვაჭრობის ფინანსური სერვისები, რაც ზრდის როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების, ისე ბიზნესების კმაყოფილებას. „განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ქალები ვცდილობთ საქართველოში ტექნოლოგიებისა და ფინანსების შერწყმით რეალური სარგებელი შევქმნათ როგორც ადამიანებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის“, - დასძინა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, fintech სექტორი ფინანსური ინდუსტრიის მომავალია და ტექნოლოგიების დახმარებით ქვეყნის გაძლიერება გლობალურ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

„Fintech არის მომავალი და ჩვენ, ვინც დიდი ხანია საფინანსო სექტორს ვიცნობთ და გვაქვს წარმატებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, ნათლად ვხედავთ, რომ ფინანსური მიმართულებით ქვეყნის გაძლიერება ტექნოლოგიების დახმარებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გლობალურ რადარზე ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად დავრჩეთ", - აღნიშნა ჭედიამ.

გენერალური დირექტორის განმარტებით, საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია, განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფი კვალიფიციური სამუშაო ძალის გამო, რომელსაც სჭირდება თანამედროვე და საიმედო ფინანსური სერვისები. „ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში მუშაობენ და მათ სჭირდებათ ისეთი სერვისები, როგორიცაა საერთაშორისო ფულადი გზავნილები. შესაბამისად, გადახდები - საბარათე თუ სხვა მიმართულებებით, ჩვენი ჰოლდინგის პორტფელში ის მიმართულებებია, რომლებიც საინტერესო და სასარგებლოა მთლიანად საქართველოსთვის“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები