მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

United Payment-ი საქართველოში საქმიანობის პირველ წარმატებულ წელს აჯამებს

ნინო ჭედია

United Payment-ი საერთაშორისო FaaS (Fintech as a Service) კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 5 ქვეყანაში, ბრიტანეთში, რუმინეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში ოპერირებს.

კომპანიამ საქმიანობის 1 წელი შეაჯამა:

„ჩვენი მიმართულება ძირითადად B2B-ა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვქმნით სხვადასხვა თანამედროვე და ტექნოლოგიურ სერვისებს კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ მომსახურების დახვეწა, აჩქარება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა და ა.შ.“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ნინო ჭედიამ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ United Payment-ის პორტფელი ისეთ პროდუქტებს მოიცავს, როგორებიც არის:

  • საერთაშორისო და შიდა ფულადი გზავნილები
  • გადახდების Smart ყუთები და ჭკვიანი სეიფები
  • Prepaid ბარათები და ციფრული საფულე
  • Online და Offline გადახდები
  • ლოიალურობის პროგრამები

„2023 წელი ჩვენთვის ნამდვილად აქტიური და დატვირთული იყო, რადგან დროის მოკლე პერიოდში შევძელით მიგვეღო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია. ლიცენზიას მოყვა გუნდის დაკომპლექტება, შემდგომ კი ბაზარს ინოვაციური გადახდების სერვისი, Smart Safe-ბი შევთავაზეთ, რომელიც ნაღდი ფულის გაციფრულებას და კომპანიებისათვის ინკასაციის ჩანაცვლებას ემსახურება.“ - განაცხადა ნინო ჭედიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის ჭკვიანი ყუთები სხვადასხვა სავაჭრო ქსელებშია განთავსებული, რომელიც მათ მმართველებს განსაკუთრებულ კომფორტს, უსაფრთხოებას და გაზრდილ ლიკვიდურობას სთავაზობს.

„2023 წელი ასევე იმით იყო გამორჩეული, რომ შემოდგომაზე ავამუშავეთ რიგით მეორე და უმსხვილესი სერვისი, საერთაშორისო ფულადი გზავნილები. სხვადასხვა ფინტექ კომპანიებს ფულადი ნაკადების საქართველოში გადმორიცხვის არხებს ვთავაზობთ. სერვისით სარგებლობა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ქვეყნის გარეთ მყოფ ემიგრანტებს შეუძლიათ. აღნიშნული მათ საშუალებას აძლევს გზავნილები 3-ჯერ უფრო იაფად განახორციელონ, თანხა კი მიმღების საბანკო ანგარიშზე მომენტალურად აისახება.“ აცხადებს კომპანიის დირექტორი.

დღეის მდგომარეობით United Payment-ის ქართული ოფისის ბრუნვა ათეულ მილიონობით ლარს ითვლის, რაც დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში, ნამდვილად დიდი წარმატებაა. მომდევნო წელი დაეთმობა ახალი ციფრული მიმართულებების განვითარებას.

„ჩვენ უკვე ვემზადებით, ელექტრონული კომერციისა და ციფრული საფულის სერვისების გასაშვებად. ამისთვის დიდი შრომა გავწიეთ და გვჯერა, რომ ბაზარს ახლებურად დანახულ სერვისებს მარტივად და ხელმისაწვდომად შევთავაზებთ“.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის დამფუძნებელთა სტრუქტურაში, საერთაშორისო უმაღლესი რეპუტაციის და სანდოობის ინსტიტუტებია გაერთიანებული. მათ შორის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები