მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

United Payment-მა საქართველოში ციფრული ფულადი გზავნილების სერვისი დანერგა

United Payment
BM. GE
25.09.23 12:34
117

United Payment-ი საერთაშორისო FaaS (Fintech as a Service) კომპანიაა, რომელმაც  საქართველოში საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია მოიპოვა და საქმიანობა ოფიციალურად ივნისის თვიდან, Smart Safe-ებით დაიწყო, ხოლო სექტემბრიდან, საერთაშორისო ფულადი გზავნილებიც ჩართო. 

კომპანია მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ციფრული გზავნილის ფინტექ კომპანიებს, ფულადი ნაკადების საქართველოში გადმორიცხვის არხებს სთავაზობს. მომსახურება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს განახორციელონ გზავნილები 3-ჯერ უფრო იაფად, თანხა  მიმღების საბანკო ანგარიშზე მომენტალურად აისახება. ამ მიმართულებით კომპანიის პირველი პარტნიორი Turan-ია, რომელიც თურქეთში ოპერირებს.

„ჩვენთვის აღნიშნული სერვისის დანერგვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ამით საშუალება გვეძლევა ჩვენს ემიგრანტებს და ნებისმიერ მსურველს კომფორტული, სწრაფი და იაფი სერვისი შევთავაზოთ. გარდა ამისა, საქართველოში შემოვიყვანოთ მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი ციფრული გზავნილის კომპანიები, რომლებთანაც United Payment-ი უკვე წლებია თანამშრომლობს. ამ მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. ახალ კომპანიებს ეტაპობრივად დავამატებთ და ამ გზით გავაფართოვებთ ჩვენს ქსელს“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ნინო ჭედიამ.

United Payment-ს, საქართველოს გარდა, რეგიონალური ოფისები დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში აქვს გახსნილი, უახლოეს თვეებში კი უზბეკეთის ბაზარზეც შევა. კომპანია როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზრებს შემდეგ ფინანსურ მომსახურებებს სთავაზობს:

  • შიდა და საერთაშორისო ფულადი გზავნილები
  • კომპანიების ნაღდი ფულის სამართავი ჭკვიანი ყუთები, SmartSafe-ები
  • Prepaid ბარათები და ციფრული საფულე
  • Online და Offline გადახდები
  • ლოიალურობის პროგრამები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები