საერთაშორისო FaaS (Fintech as a Service) კომპანიამ, ,,United Payment’’-მა, საქართველოში საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია მოიპოვა.
,,United Payment’’-ს საქართველოს გარდა, რეგიონალური ოფისები დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში აქვს. კომპანია როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზრებს შემდეგ ფინანსურ მომსახურებებს სთავაზობს:
• შიდა და საერთაშორისო ფულადი გზავნილები;
• კომპანიების ნაღდი ფულის სამართავი ჭკვიანი ყუთები, SmartSafe-ები;
• Prepaid ბარათები და ციფრული საფულე;
• Online და Offline გადახდები;
• ლოიალურობის პროგრამები.
“ჩვენი მიზანია საქართველოში რეგიონალური განვითარება და წამყვან Fintech კომპანიად დაწინაურება” - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ნინო ჭედიამ.
კომპანია საქართველოში ოპერირებას თავდაპირველად ორი პროდუქტით, შიდა და საერთაშორისო ფულადი გზავნილებითა და SmartSafe-ებით დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის დამფუძნებელთა სტრუქტურაში, საერთაშორისო უმაღლესი რეპუტაციის და სანდოობის ინსტიტუტებია გაერთიანებული. მათშორის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და სხვა.