მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

United Payment-სა და ეროვნულ ბანკს შორის შეხვედრა გაიმართა

63ad5da74026f
BM.GE
29.12.22 13:21
1166
საერთაშორისო FaaS (Fintech as a Service) კომპანიის ხელმძღვანელებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

United Payment-ის დამფუძნებელი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილკერ სოზდინლერი, რეგიონალური დირექტორი მარია რეიხლინა და საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი, ნინო ჭედია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, არჩილ მესტვირიშვილს, პაპუნა ლეჟავასა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.



შეხვედრაზე United Payment-ის ხელმძღვანელებმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს კომპანიის საქმიანობა გააცნეს და იმ ფინანსურ სერვისებსა და მომსახურებებზე ისაუბრეს, რომლებსაც ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებს სთავაზობს. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფინტექ ეკო სისტემის ირგვლივ არსებული გარემო, შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო ხედვები.

United Payment-ი საქართველოში ოპერირების დასაწყებად ემზადება. კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა 2022 წლის ზაფხულში გახსნა და ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.



აღსანიშნავია, რომ ჯგუფის დამფუძნებელთა სტრუქტურაში, საერთაშორისო უმაღლესი რეპუტაციის და სანდოობის ინსტიტუტებია გაერთიანებული. მათ შორის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და სხვა.


R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები