მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უნივერსალურ მოცვამდე შორი გზა გვაქვს გასავლელი” - აკაკი ზოიძე

აკაკი

“ჯანდაცვაზე დანახარჯების წილი მშპ-ის 3%-ზე მეტი არ არის, ეს კი დაბალი მაჩვენებელია” ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, აკაკი ზოიძე, გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი”, რომელიც BMGTV-ის ეთერში ყოველ კვირა დღეს, 11:30 წუთზე გადის.

გადაცემის მთავარი თემა იყო ჯანდაცვაზე დანახარჯები მსოფლიოსა და საქართველოში და ამ მხრივ, როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, ვიდრე არ შემცირდება ჯიბიდან გადასახადები, იქამდე ინდუსტრიაში იქნება უთანაბრობა და უსამართლობა.

“უთანაბრობა და მათ შორის უსამართლობაც, პირდაპირ დაკავშირებულია თუ რა წილი აქვს ჯიბიდან დანახარჯებს, როდესაც საუბარია გადაუდებელ ჯანმრთელობის საჭიროებაზე. ჩვენთან წლების განმავლობაში, 2013 წლის შემდეგ, რაც საყოველთაო პროგრამა ამოქმედდა, გაიზარდა დაახლოებით 4-ჯერ სახელმწიფო დანახარჯები თუმცა მაინც დაბალ დონეზეა.

სინამდვილეში 3%-ზე მეტი არ არის მშპ-ის ჯანდაცვაზე დანახარჯების წილი, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციაა 5% მაინც უნდა იყოს, რომ ქვეყანას დამაკმაყოფილებელი მოცვა ჰქონდეს მოსახლეობის ფინანსური კატასტროფისგან დასაცავად.

ჯამში, 40%-ია სახელმწიფო დანახარჯების წილი და 42%-ია ჯიბიდან დანახარჯების წილი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.წესით, 20%-ზე ნაკლები უნდა იყოს ჯიბიდან დანახარჯების წილი, რომ ჩვენ დამაკმაყოფილებელ დონეზე ვიყოთ. ჩვენ ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი უნივერსალურ მოცვამდე.” აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები