პარლამენტი უნივერსალური სალარო აპარატების სისტემის დანერგვას და ბარათით გადახდისას საკომისიოს შემცირების იდეას უბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს უნივერსალური სალარო აპარატის დანერგვას, რაც ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს როგორც სალარო აპარატს, ისე საბანკო ტერმინალს. ამასთან განისაზღვრება, რომ საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 0.3%-ის არ უნდა აღემატებოდეს. საკანონმდებლო ინიციატივის მთავარ მიზნად ერთი მხრივ, ბიზნესისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის ხარჯების შემცირება, მეორე მხრივ კი საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის ზრდა სახელდება. რა იცვლება საგადახდო მომსახურებაში და როგორ აისახება ცვლილებები ბაზარზე, სავაჭრო ობიექტებსა და საბოლოო მომხმარებელზე?


































