მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნივერსიტეტებს ახალი კამპუსები და პროგრამები დაემატება“ - კახა შენგელია

IBSU

2024 სასწავლო წლისთვის კავკასიისა და შავი ზღვის უნივერსიტეტები გაფართოვდება. როგორც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ ბაზაზე აეროპორტის გზაზე ახალი კამპუსი გაიხსნება, სადაც სწავლება სამედიცინო მიმართულებებზე გახდება შესაძლებელი.

„გადაწყობის პროცესში ვართ, მეტი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სტუდენტებთან, მეტ ახალ პროგრამას შევთავაზებთ მათ. ახლახან ჩავუშვით და მალე გვექნება მედიცინის სკოლა შავ ზღვაში. ასევე გვექნება სხვა ახალი სპეციალობები როგორიც არის ფსიქოლოგია, არქიტექტურა, პიარი. ბევრ ცვლილებას ნახავს „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტები 2024- წლიდან.

საცხოვრებელს 2024-ში ალბათ ვერ, მაგრამ ჩვენ გავხსნით ახალ კემპუსს ქალაქის აეროპორტთან ახლოს. აქ იქნება განთავსებული სამედიცინო პროგრამა, რომელსაც ნელ-ნელა გავზრდით. შავ ზღვასაც აქვს დიდი ტერიტორიები ქალაქის აეროპორტთან და იგეგმება რომ სექტემბერში პირველი კამპუსი გავხსნათ.

იცით, რომ კავკასიასაც აქვს ახალი კემპუსი, ორთაჭალაში ვიყიდეთ დიდი შენობა და ჩვენი უნივერსიტეტს ნაწილი იქ განთავსდება,“ - განაცხადა შენგელიამ.

რაც შეეხება სტატუს შეჩერებული სტუდენტების პროგრამას, მისი ინფორმაციით, „კავკასიის უნივერსიტეტში“ ამ ეტაპზე პროგრამით 400-იდან 100-ზე პირმა ისარგებლა.

„პროექტი კარგად მიმდინარეობს, ეს ფაქტობრივად სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი ფულია, რადგან ამოუღებელი თანხა იყო. აქტიურობაა ორივე უნივერსიტეტში, კავკასიაში 400-მდე სტუდენტი იყო ასეთი და 100-ზე მეტმა აღიდგინა, იანვარში ველოდებით დამატებით 100 სტუდენტს. შავ ზღვაში კიდევ უფრო მეტია აქტიურობა. ვფიქრობ, რომ თუ მეტი დახმარება იქნება სახელმწიფოს მხრიდან, საერთოდ არ ვიტყვით უარს,“ - აცხადებს კახა შენგელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები