მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნივერსიტეტებში პროფესიული კოლეჯების გახსნა გრძელდება

5af01f1845be5
მეგი კავთუაშვილი
07.05.18 13:29
690
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში აგრარული კოლეჯი გაიხსნება. პროფესიული კოლეჯი გერმანული მოდელის მიხედვით იმუშავებს.

„GIZ-ის დახმარებით მოხდება დაკავშირება ბავარიის ერთ-ერთ აგრარულ კოლეჯთან და გერმანულ მოდელზე აგებული აგრარული კოლეჯი მალე გაიხსნება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე.
კიდევ ერთი კოლეჯი, IT მიმართულებით გაიხსნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც. აღნიშნულ პროექტზე Microsoft, IBM, HP და სხვა საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართული.

მინისტრის განცხადებით უნივერსიტეტების წიაღში პროფესიული კოლეჯების დაარსება დაძლევს პროფესიული განათლების მიმართ მოსახლეობაში გამყარებულ ფსიქოლოგიურ ბარიერს.

„როდესაც სტუდენტი წავა კოლეჯში იქ იქნება უნივერსიტეტის წიაღში და ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რომელიც უნივერსიტეტს გააჩნია. იქნება საუნივერსიტეტო სივრცის სრულფასოვანი წევრი. გაივლის პროფესიულ მომზადებას უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რამდენიმე კვირის წინ პროფესიული მედიახელოვნების კოლეჯი თსუ-შიც გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები