თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის რეაბილიტაციაზე 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ფასადის, სახურავის, სანიტარული წერტილების რეაბილიტაცია, ასევე გადახურვის მოწესრიგება და გათბობის სისტების მონტაჟი. კომპანიის გამოსავლენად, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს, ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადების წარდგენა 30 მარტიდან უნდა დაიწყონ, გამარჯვებულმა კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დაასრულოს.

























