მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე სპორტის სასახლეში ხანძარი ლიკვიდირებულია

621b94e9e0145
სალომე მეცხვარიშვილი
27.02.22 19:11
818
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე მშენებარე სპორტის სასახლეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია bm.ge–ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში მიაწოდეს.

მათი თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა. ამ დრომდე უცნობია ადგილზე ცეცხლის გამომწვევი მიზეზები, ასევე უცნობია, რა ფართობის ტერიტორია დაიწვა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სპორტის სასახლემ უნდა უმასპინძლოს 2022 წლის სექტემბერში Eurobasket-ის თამაშებს. სტადიონს 10, 000 მაყურებლის დატევა უნდა შეეძლოს. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენდა, მოგვიანებით მისი ღირებულება 90 მლნ–მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად "კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ" გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველოში სტადიონის მშენებლობის ნელი ტემპებით შეშფოთებულია.

FIBA-ს შეშფოთების შემდეგ, კალათბურთის სტადიონის მშენებლობას 20 მლნ ლარი ემატება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები