მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Unwomen რეგიონებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროექტი დაიწყო

5b052ade0b18a
მარიამ ადამია
23.05.18 13:00
1403
ქალისა და მამაკაცის ეკონომიკურ აქტივობას შორის საქართველოში სხვაობა 20%–ია. ამასთან, რეგიონებში არცერთი გამგებელი, გუბერნატორი და მერი არ არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი,- ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადასტურებს და სწორედ ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ახორციელებს პროექტს, რომლის მთავარი მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა.

პროექტი ამ ეტაპზე მოიცავს სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჟა–ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონებს, სამომავლოდ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებენ გაფართოვებას. სამიზნე ჯგუფი სამ კატეგორიად ნაწილდება: პირველში ერთიანდებიან ის ქალები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ბიზნესი, თუმცა აქვთ სურვილი, იდეა და პოტენციალი იმისა, რომ ეკონომიკურად გაძლიერდნენ და მეწარმეობა დაიწყონ. მეორე კომპონენტი, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ხორციელდება და იმ ქალთა ბიზნესების იდენტიფიცირება ხდება, რომლებიც უკვე მუშაობენ - ანუ აქვთ ბიზნესი, თუმცა, სურთ მისი გაფართოვება. ხოლო მესამე სამიზნე ჯგუფი კერძო ბიზნესებია, რომლებიც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ და აქვთ უნარი და შესაძლებლობა, რომ ქალ მეწარმეებს შეუწყონ ხელი განვითარებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები