მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უოლ-სტრიტიდან ჩინური კომპანიების გაძევების რისკი შემცირდა | აშშ-ჩინეთს შორის შეთანხმება მიღწეულია

630cb07a98f67
გიორგი თოლორდავა
29.08.22 21:00
921
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიასა და აშშ-ის ბუღალტრული ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელ საბჭოს შორის შეთანხმება მიღწეულია - ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტული ჩინური კომპანიების კვარტალური ფინანსური შედეგების აუდიტს აშშ-ის მარეგულირებელი გამარტივებული პროცედურით შეძლებს.

Goldman Sachs-ის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობისაა და ის თითქმის ანახევრებს უოლ-სტრიტიდან ჩინური კომპანიების გაძევების რისკებს.

საქმე იმაშია, რომ 2020 წელს აშშ-ის საფონო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ ახალი კანონი მიიღო, რომელიც SEC-ს უფლებას აძლევს, საფონდო ბირჟიდან მოხსნას ის ჩინური კომპანიები, რომელთაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მარეგულირებლისთვის აუდიტირებული ანგარიშები არ წარუდგენიათ.

აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, ათამდე ჩინური კომპანია უკვე ჩაიხსნა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან, უმსხვილესი ჩინური გიგანტები კი დელისტინგის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ შორის, კომპანია Alibaba. საერთო ჯამში, ინვესტორთათვის სარისკო ზონაში 300-მდე ჩინური კომპანია აღმოჩნდა, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონ დოლარს აღწევს.

ექსპერტების შეფასებით, საფონდო ბირჟიდან უმსხვილესი ჩინური კომპანიების მოხსნის რეალური მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა. კომისიის მიერ შერჩეულ კომპანიებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ჩინეთის ენერგეტიკულ, ინდუსტრიულ და ფარმაცევტულ სექტორებში, რის გამოც აშშ-ის მთავრობა მათში ამერიკული ინვესტიციების შემცირებას ცდილობს.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები