მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უოლ-სტრიტიდან ჩინური კომპანიების გაძევების რისკი შემცირდა | აშშ-ჩინეთს შორის შეთანხმება შედგა

639c16ff5b775
გიორგი თოლორდავა
16.12.22 11:16
617
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიასა და აშშ-ის ბუღალტრული ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელ საბჭოს შორის შეთანხმება წარმატებით შედგა - ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტული ჩინური კომპანიების კვარტალური ფინანსური შედეგების აუდიტის საშუალება აშშ-ის მარეგულირებელმა გამარტივებული პროცედურით მიიღო.

მარეგულირებლის განცხადებით, შემოწმების პირველმა ეტაპმა წარმატებით უკვე ჩაიარა და ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აშშ-ს სრული წვდომა ჰქონდა ჩინური კომპანიების ბუღალტრულ მონაცემებთან. Goldman Sachs-ის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობისაა და ის თითქმის ანახევრებს უოლ-სტრიტიდან ჩინური კომპანიების გაძევების რისკებს.

საქმე იმაშია, რომ 2020 წელს აშშ-ის საფონო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ ახალი კანონი მიიღო, რომელიც SEC-ს უფლებას აძლევს, საფონდო ბირჟიდან მოხსნას ის ჩინური კომპანიები, რომელთაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მარეგულირებლისთვის აუდიტირებული ანგარიშები არ წარუდგენიათ.

აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, ათამდე ჩინური კომპანია უკვე ჩაიხსნა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან, უმსხვილესი ჩინური გიგანტები კი დელისტინგის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ შორის, კომპანია Alibaba. საერთო ჯამში, ინვესტორთათვის სარისკო ზონაში 300-მდე ჩინური კომპანია აღმოჩნდა, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონ დოლარს აღწევს.

ექსპერტების შეფასებით, საფონდო ბირჟიდან უმსხვილესი ჩინური კომპანიების მოხსნის რეალური მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა. კომისიის მიერ შერჩეულ კომპანიებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ჩინეთის ენერგეტიკულ, ინდუსტრიულ და ფარმაცევტულ სექტორებში, რის გამოც აშშ-ის მთავრობა მათში ამერიკული ინვესტიციების შემცირებას ცდილობს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები