პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრუნეის სულთანმა ახალი კანონი გამოსცა, რომელიც LGBT თემის წარმომადგენელთა ქვით ჩაქოლვას ითვალისწინებს. ერთ-ერთი პირველი ვინც, ქვეყნის ხელმძღვანელის კუთვნილი ბიზნესების - მსოფლიოს გარშემო არსებული არაერთი მაღალი დონის სასტუმროს წინააღმდეგ ბოიკოტი გამოაცხადა, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ ქლუნი იყო. მალევე ქლუნის სხვა არაერთი ცნობილი სახეც შეუერთდა, მათ შრის, ელენ დეჯენერესი, ელტონ ჯონი და ა.შ. ცნობად სახეებს კი საერთაშორისო კომპანიებიც მიყვნენ, როგორიცაა Deutsche Bank-ი, Financial Times-ი და სხვა.
ბრუნეის სულთანი მსოფლიოს გარშემო ცხრა მაღალი დონის სასტუმროს მფლობელია, მათ შორისაა Dorchester–ი ლონდონში, Beverly Hills Hotel – ბევერლი ჰილსში,
Hotel Bel-Air ლოს ანჟელესში, Le Meurice პარიზში, Hotel Eden რომში და Hotel Principe di Savoia მილანში.

























