მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უორენ ბაფეტი: ბირთვული იარაღი ირანის ხელში გლობალურ კატასტროფას გარდაუვალს გახდის

უორენ ბაფეტი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორი და Berkshire Hathaway-ს დამფუძნებელი, უორენ ბაფეტი, ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ირანის მიერ ბირთვული ბომბის ფლობა გლობალური კონფლიქტის რისკს მკვეთრად გაზრდის.

95 წლის მილიარდერის თქმით, ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობის ზრდამ მსოფლიოს უსაფრთხოების ლანდშაფტი უკვე ფუნდამენტურად და უარყოფითად შეცვალა. მან აღნიშნა, რომ თუ ადრე საფრთხე მხოლოდ ორი ქვეყნისგან მოდიოდა, ახლა ბირთვულ კლუბში ცხრა სახელმწიფოა, რაც კონტროლს ართულებს.

როგორც ირკვევა, ბაფეტი განსაკუთრებულ საფრთხეს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ხედავს. ინვესტორის თქმით, ირანის მიერ ბირთვული სტატუსის მოპოვება სიტუაციას უმართავს გახდის და კონფლიქტის თავიდან აცილების შანსებს მინიმუმამდე დაიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ბაფეტი კაცობრიობის გრძელვადიან მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზს აჟღერებს. მისი განცხადებით, მომდევნო 100 ან 200 წლის განმავლობაში ბირთვული იარაღი მაინც იქნება გამოყენებული. ბაფეტი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ტრაექტორია და გამდიდრებული ურანის მზარდი მარაგი უმძიმესი გამოწვევაა ნებისმიერი პრეზიდენტისთვის.

ცნობისთვის, ლეგენდარული ინვესტორი მსოფლიოს ბირთვული გაუვრცელებლობის აუცილებლობაზე ათწლეულებია აფრთხილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები