ამერიკელ ბიზნესმენს და ქველმოქმედს უორენ ბაფეტს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი ვუწოდოთ. იგი უდიდესი აქციების მფლობელი და ჰოლდინგური კომპანიის Berkshire Hathaway ხელმძღვანელია. ბაფეტმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფინანსური ბაზრების სხვებზე უკეთ გაეგება. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში მან განახორციელა რამდენიმე მომგებიანი იდეა: გაზეთების მიწოდება, გოლფის ბურთებისა და მარკების გაყიდვა.
თუმცა, ბიზნესმენი შეცდომებისგან დაზღვეული არ არის და იგი ყოველთვის მზადაა, დაშვებული შეცდომები აღიაროს, ოღონდ არავინ არ უნდა გაახსენოს იმ ფინანსური დანაკარგების შესახებ, რაც მიიღო. მან არ იცის თავისი შეცდომების სხვებზე გადაბრალება და როდესაც აქციონერები მოსალოდნელ მოგებას ვერ იღებენ, პასუხისმგებლობას მუდამ საკუთარ თავზე იღებს. აღსანიშნავია, რომ ბაფეტისგან ინვესტორებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.
წარმოგიდგენთ უორენ ბაფეტის 10 წარუმატებელ ნაბიჯს, რომლებზეც მილიარდერი სინანულს გამოთქვამს:
1. US Airways- ის აქციების შეძენა
2. ტექსტილის კომპანიის Waumbec Textile Company შეძენა
3. Tesco-ში ინვესტიციების განხორციელება
4. Google-ში ინვესტირების შესაძლებლობის გამოტოვება
5. Berkshire-ის ფასიანი ქაღალდების გამოყენება Dexter Shoe Co.-ის შესაძენად
6. Energy Future Holdings-ის ვალის გამოსყიდვა
7. ტელეარხ Dallas-Fort Worth NBC- ის შეძენაზე უარის თქმა
8. General Reinsurance-ის შეძენის დროს არასაკმარისი წინდახედულობის გამოჩენა
9. ConocoPhillips-ის ფასიანი ქაღალდების დიდი წილის შეძენა
10. Amazon- ის აქციების შეძენაზე უარის თქმა

























